თბილისში საქართველოში დაკრძალული ყველა ლიტველისთვის განკუთვნილი ჯვარი აკურთხეს
9 დეკემბერს წმ. პეტრესა და პავლეს სასაფლაოზე აკურთხეს საქართველოში დაკრძალული ყველა ლიტველისთვის განკუთვნილი ჯვარი. ჯვარი საქართველოში ლიტვის საელჩოს ინიციატივით აღიმართა.
საქართველოში ლიტვის ელჩმა, იონას პასლაუსკასმა საქართველოში მცხოვრებ ლიტველებს ეს მოვლენა მიულოცა. მან გამოთქვა იმედი, რომ ეს ადგილი საბოლოოდ გააერთიანებდა ყველა ლიტველს წმინდა სულების დღეს და სხვა დღესასწაულებზე. ყველას შეეძლება დაანთოს სანთელი საქართველოში დაკრძალული ლიტველის მოსაგონებლად.
ჯვრის კურთხევის ცერემონიალზე დამსწრე პირებმა მოიგონეს ცნობილი ლიტველები, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს და მოგვიანებით აქ იყვნენ დასაფლავებულნი. მათ შორის არიან, ბ-ნი ჯოზეფ ხოძკა (1800-1881) ვილნიუსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიჭიერი გეოგრაფი; ასევე პოეტი იგნას ბიტაიტისი (1875-1900), რომელსაც მეფის ჟანდარმერიამ ბრალი წიგნების კონტრაბანდაში დასდო (იმ დროს ლიტვურ ენაზე დაწერილი წიგნების შენახვა უკანონო იყო) და რომელიც კავკასიაში იქნა გადმოსახლებული, სადაც 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოში პირველი დიდი ლიტვური საზოგადოება ლიტვა-პოლონეთის რესპუბლიკის მესამე დაყოფის შედეგად შეიქმნა.
1831 წლის აჯანყების შემდეგ მეფის მთავრობამ კავკასიაში პოლონეთიდან და ლიტვიდან 500-მდე ადამიანი გადმოასახლა. მოგვიანებით სხვადასხვა სპეციალისტი, როგორებიცაა ინჟინრები, საქართველოში სარკინიგზო სამუშაოების ჩასატარებლად გამოაგზავნეს. პირველი მსოფლიო ომის დროს რამოდენიმე ათასი ლიტველი იბრძოდა თურქეთის ფრონტზე. ომის შემდეგ ისინი საცხოვრებლად კავკასიაში დარჩნენ.
ლიტვის საელჩო საქართველოში.