*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ტომას შერნასის ისტორია „იმედზე“ 1991 წლის იანვრის მოვლენებიდან მე-20 წლისთავზე

  1991 წლის იანვრის მოვლენებიდან, როდესაც საბჭოთა ჯარის მიერ  14 მოქალაქე იქნა მოკლული და 100-მდე ადამიანი დაშავებული,  20 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, ქართულმა კერძო ტელეკომპანია „იმედმა“  მაყურებელს ტომას შერნასისა და დამოუკიდებლობისთვის ლიტველთა ბრძოლის ტრაგიკული ისტორია წარუდგინა.   სიუჟეტი გასულ ორშაბათს ე.წ. პრაიმ თაიმში, 8 საათიან საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ გავიდა.

გადაცემის მაყურებელი მოსახლეობის დაახლოებით 40%-ია.

 

სამ წუთიანი სიუჟეტი 1991 წლის მედინინკაის ტრაგედიის, შერნასისა და მისი ოჯახის გმირობის ისტორიებსა და, ასევე, მედინინკაის დარბევის ერთადერთ გადარჩენილ თვითმხილველთან ინტერვიუს მოიცავს.

 

ტომას შერნასი საქართველოს თავის ოჯახთან ერთად გასული წლის ოქტომბერში ესტუმრა. მისი ერთ-ერთი დიდი ხნის ნატვრა ყაზბეგის მწვერვალის ნახვა იყო.

 

იმედთთანინტერვიუს ორგანიზატორი საქართველოში ლიტვის საელჩო გახდა.

 

ჩვენი სურვილია გავუზიაროთ ქართველებს ლიტვის ბოლო პერიოდის ისტორია, რადგანაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი მოვლენების უმეტესობა დავიწყებას მიეცა - განსაკუთრებით საქართველოს  გართულებული შიდა ომიანობის ფონზე“,- განაცხადა ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.

 

13 იანვარს, საელჩოს წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების პირებთან ერთად გეგმავენ გვირგვინებით მოამკონ 9 აპრილის მემორიალი თბილისში და, ასევე, დაანთონ სიმბოლური ცეცხლი ვილნიუსის სკვერში (ჭონქაძის ქუჩა).

 

გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას დაჟინებით მოსთხოვოს რუსეთს 1991 წლის დანაშაულის გამოძიებაში ლიტვასთან თანამშრომლობა.

 

წყარო: ლიტვის საელჩო