ცხადდება მიღება ვილნიუსში არსებულ საშუალო სკოლაში „ლიტვური სახლი“
საშუალო სკოლა „ლიტვური სახლი“ ვილნიუსში სასწავლებლად მიიღებს:
· საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ლიტვური წარმოშობის ბავშვებს;
· ლიტვური წარმოშობისა და გადასახლებული პოლიტპატიმრების შვილებს;
· ბავშვებს, ვისი და-ძმა უკვე სწავლობს ამ სკოლაში;
· ყოფილი სტუდენტებისა და მომუშავე პირების შვილებს.
თავისუფალი ადგილებისთვის სკოლა ბავშვებს ვილნიუსის მუნიციპალიტეტის დახმარებით აიყვანს.
პირობები:
· პირველკლასელებს შესრულებული უნდა ჰქონდეთ ან ამა წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეუსრულდეთ 7 წელი. სხვა შემთხვევაში, ბავშვი მისი სიმწიფის შესაფერისად უნდა შეფასდეს და ისწავლოს იმ პროგრამით, რასაც სკოლამდელი და დაწყებითი განათლება, შეფასების პროცედურები და დახასიათება გულისხმობს, რაც 2005 წლის 29 ოქტომბერს ლიტვის განათლების მინისტრმა ბრძანება N ISAK-2173-ით დაამტკიცა.
· სხვა კლასებში მიიღებიან მოსწავლეები 7-დან 17 წლამდე. მათ, ვინც არ საუბრობს ლიტვურად, მიიღებენ სპეციალურ კლასში, სადაც ერთი წელი მხოლოდ ლიტვურ ენას შეისწავლიან;
· უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულთათვის განათლების სისტემა ლიტვის რესპუბლიკის კანონმდებლობის გათვალისწინებით განათლებისა და ზოგადი განათლების პროგრამის ფარგლებშია შედგენილი;
· იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთიდან ჩამოსულებს მიღებული განათლების დოკუმენტაცია არ გააჩნიათ, მათი შეფასება სპეციალურ კომისიას დაევალება.
საჭირო დოკუმენტები:
· მშობლების (მეურვეების, აღმზრდელების) მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმა 1; ფორმა 2
· სკოლაში ჩარიცხვის პირველადი უფლების დამამტკიცებელი დოკუმენტი;
· ბავშვის დაბადების მოწმობა და ორიგინალის კოპია;
· ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ;
· საზღვარგარეთის პასპორტი და/ან დროებითი/მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ლიტვაში;
· იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის მშობლები არ ცხოვრობენ ვილნიუსში, მათი ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ლიტვაში მათი შვილის სწავლაზე, ცხოვრებაზე, სამედიცინო მომსახურებასა და წარმომაგენლობაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ. +37052695773
ფაქსი. +37052695173,
e-mail: rastine@lietuviunamai.vilnius.lm.lt
მისამართი: Dzuku 43, LT-02116 Vilnius, Lithuania