*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ცხოვრების ხარისხის მიხედვით ლიტვა მსოფლიოში 34–ე ადგილზეა

წამყვანმა ამერიკულმა ყოველკვირეულმა Newsweek–მა გამოაქვეყნა 100 საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების სია. ლიტვა ამ სიაში იკავებს 34–ე ადგილს.   100 ქვეყნის შეფასება ხდებოდა პოლიტიკური სიტუაციის , ეკონომიკური დინამიზმის, განათლების სისტემის, ჯანდაცვიისა და ცხოვრების საერთო ხარისხის თვალსაზრისით.

 

პოლიტიკური  სიტუაციის  მიხედვით ლიტვა იკავებს 26 ადგილს, განათლების–28, ჯანდაცვის დონის მიხედვით– მხოლოდ 61 ადგილს.

 

მსოფლიოში საუკეთესო ქყვეყნად აღიარებულია ფინეთი, მას მოჰყვება შვეიცარია, შვედეთი, ავსტრალია და ლიუქსემბურგი.

 

ლიტვის მეზობლად მყოფი პოლონეთი  იკავებს –29 ადგილს, ესტონეთი –32, ლატვია –36, რუსეთი დარჩა 51 ადგილზე, ბელარუსი –56 ადგილზე.
 
სიის ბოლოს კი აღმოჩნდნენ ბურკინა–ფასო, ნიგერია და კამერუნი.