*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ცნობილი ჟურნალისტი მილდაჟიტე საქართველოს საპატიო ჯილდოს იღებს

  ლიტვის ცნობილ სატელევიზიო ჟურნალისტს, ედიტა მილდაჟიტეს, საქართველოს პრეზიდენტის ორდენი გადაეცა. პოპულარული სატელევიზიო შოუს „Buy My Trouble„-ის წამყვანს ეს პატივი მისი საქველმოქმედო საქმიანობისა და ქართველი დევნილი ბავშვების დახმარების ინიციატივისთვის ერგო.

ორმა ბავშვმა, რომელმაც უკვე მიიღო ფინანსური მხარდაჭერა, გასულ ოთხშაბათს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაში  მიიღო მონაწილეობა.

 

ეს ორდენი იმ ლიტველ ხალხს ეკუთვნის, ვინც მაისში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის დროსლიტვა-საქართველო. ერთი გული  თანხა გადმორიცხა. კიდევ ერთხელ ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი“,- აღნიშნა მილდაჟიტემ.

 

გასულ წელს მილდაჟიტეს ინიციატივით, ლიტვის ნაციონალურმა ტელევიზიამ და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის საქველმოქმედო აქცია-კონცერტსლიტვა-საქართველო. ერთი გული გაუკეთა ორგანიზება. ოთხსაათიანი მაუწყებლობის შედეგად, ლიტველებმა  დევნილი ბავშვებისთვის დაახლოებით 250,000 ლიტვური ლიტი ($100,000) გადმორიცხეს.  230 ბავშვმა უკვე გაიარა სამედიცინო მკურნალობა, ხოლო დარჩენილი ასობით ბავშვი დახმარებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

 

   

 

წყარო: lrt.lt, lrytas.lt