*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ლიეტუვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის

2021 წლის 23 აპრილს, ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წარმოდგენილმა მინისტრების დონეზე აგნე ბილოტაიტესა და ვახტანგ გომელაურის მიერ, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს შინაგან საქმეთა საკითხებში თანამშრომლობის შესახებ 2021-2022 წლებში. ხელმოწერის ცერემონიალში, რომელიც გაიმართა ონლაინ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ, ქართველ კოლეგასთან, ლიეტუვაში საქართველოს ელჩთან, ლევან ღვაჩლიანთან ერთად.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ემყარება წარსულში წარმატებულ თანამშრომლობის სფეროებს და შესაბამის დოკუმენტებს, რომლებიც გაფორმებულია ლიეტუვისა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის და მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საშინაო საქმეები, უფრო კონკრეტულად კი საგანგებო სიტუაციების მართვა, პროფესიული ტრენინგი და განათლება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოება, ექსპერტიზა, კრიმინალური დაზვერვა, საზღვრის მართვა, მიგრაცია, სამოქალაქო სამსახური და ევროინტეგრაცია.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს იმ ქმედებების გაგრძელებას და შემდგომ გაძლიერებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებას საერთო პროექტებისა და პროგრამების, სამუშაო ვიზიტებისა და ტრენინგების, აგრეთვე ნებისმიერი მხარის მიერ შემუშავებული თანამშრომლობის სხვა ფორმების საშუალებით. მხარეები შეთანხმდნენ გამოიკვლიონ პერსპექტივები და განაგრძონ მონაწილეობა ევროკავშირის ინსტრუმენტებში, როგორიცაა TAIEX (ტექნიკური დახმარება და ინფორმაციის გაცვლა) და Twinning პროექტები, რომლებიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.

ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დაევალათ ყოფილიყვნენ ძირითადი საკოორდინაციო განყოფილებები ახლად ხელმოწერილი მემორანდუმის პირობებში თანამშრომლობის ხელშესაწყობად.