*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

უცხოელების მიერ მიწის შეძენის საკითხზე დავა ძალას იკრებს

შუალედური პერიოდი, რომელიც ლიტვაში უცხოელების მიერ სამიწათმოქმედო  და სატყეო მიწების შეძენას კრძალავს,  ექვს თვეში ამოიწურება.    ევრო კავშირში გაწევრიანების შემდეგ, ლიტვა შეთანხმდა სასოფლო სამეურნეო და სატყეო მიწების შეძენის  შუალედურ პერიოდზე, რომელიც 2011 წლის მაისამდე გასტანს. იმედოვნებენ, რომ ამ დროის მანძილზე ლიტველი ფერმერები და სამიწათმოქმედო კომპანიები  შეძლებენ საკუთარი თავის დამკვიდრებას ადგილობრივ ბაზარზე და გაუწევენ სათანადო კონკურენციას ევრო კავშირის ქვეყნებიდან შემოსულ პოტენციურ ინვესტორებს.

მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდება. ექპერტების თქმით, 2006 წლის ზაფხულის გვალვამ და 2008 წელს დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა  საგრძნობლად შეარყია ადგილობრივი ფერმების  ეკონომიკური პოზიციები.

 

ევრო კავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების თანახმად, ლიტვას შეუძლია  შუალედური პერიოდის გაგრძელება კიდევ 3 წლით, ანუ 2013 წლამდე.

 

გასულ წელს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც წინადადებით მიმართავს  მთავრობას განიხილოს ვადის გაგრძელების საკითხი ევრო კომისიასთან.

 

ოფიციალური მონაცემები ლიტვაში უცხოური ორგანიზაციების მიერ  შეძენილი მიწის ნაკვეთების რაოდენობის შესახებ, მიუწვდომელია.