*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

უჟუპისის კონსტიტუციის საზეიმო გახსნა საქართველოს დედაქალაქში

  გასულ ოთხშაბათს თბილისის ვილნიუსის სკვერში უჟუპისის კონსტიტუციის  ქართულენოვანი  ვერსიის საზეიმო წარდგენა მოხდა. ორგანული მინისაგან დამზადებული დაფა სპეციალურად აშენებულ კედელზე გამოიფინა, რომელსაც მომავალში ქართველი და ლიტველი მხატვრები გააფორმებენ.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ლიტვის ჯანდაცვის მინისტრი რაიმონდას შუკისი, რომელიც თავად უჟუპისის რაიონის მკვიდრია ვილნიუსში, და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე. ცერემონიაზე,  ასევე,  იმყოფებოდნენ თბილისის მაცხოვრებლები და სტუმრები, მათ შორის ადგილობრვი ლიტვური საზოგადოება.

 

საქართველოს დედაქალაქში უჟუპისის კონსტიტუციის ქართულენოვანი ვერსიის შექმნის იდეა ლიტველ მხატვარსა და ფოტოგრაფს მარიუს აბრამავიჩიუს ნებოისიას ეკუთვნის. მის იდეას მხარი დაუჭირეს და განახორციელეს ლიტვის საელჩომ, თბილისის მერიამ და საქართველოში მოღვაწე ლიტვურმა კომპანიებმა.

 

მიხარია, რომ  ვილნიუსის სკვერი, რომელიც დღეს თავის 2 წლის იუბილეს აღნიშნავს, ასეთი მიმზიდველი და ლამაზი ადგილი გახდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის გავაუმჯობესოთ, რათა მომავალმა თაობებმა გაიზიარონ ჩვენი აქ დაარსებული მეგობრობის მდიდარი  და წარუშლელი ნაკვალევი“, აღნიშნა საქართველოში ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნის ცერემონიაზე.           

 

ვილნიუსის სკვერი, ლიტვისა და საქართველოს პრეზიდენტების თანამონაწილეობით,  თბილისში 2009 წლის 23 ივნისს გაიხსნა.

 

უჟუპისის კონსტიტუცია უკვე რიგით მეოთხე ლიტვური პროექტია, რომელიც თბილისის ამ ისტორიულ ნაწილში განხორციელდა. გასულ წელს, ვილნიუსის სკვერის საფარში ჩამონტაჟებულ იქნა გიტენის უმბრასასის .. „სასწაულის ქვა“, რომელსაც წინ ტომას კაუნეცკასის ნამუშევრების ფოტო გამოფენა უძღოდა. 2010 წლის მარტიდან კი სკვერში უფასო  უკაბელო ინტერნეტიც დამონტაჟდა.

 

საქართველო კვლავ მიისწრაფვის იმისკენ, რომ ვილნიუსის ერთ-ერთ სკვერსს თბილისის სახელი ეწოდოს.

 

   


წყარო: ლიტვის საელჩო