ვიდეოკონკურსი „ჩემი ეროპული ენა“
2012 წლის 26 სექტემბერს თბილისში ჩატარდება ენების ევროპული დღე, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ღონისძიებას და შეჯიბრს. ევროპული სახლი საქართველოში, ბრიტანული საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი, დაადი და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებთან ერთად გეპატიჟებიან მონაწილეობა მიიღოთ ვიდეოშეჯიბრში „ჩემი ევროპული ენა“.
დავალება
აიღე ვიდეოკამერა ან მობილური ტელეფონი, გადაიღე 2 წუთიანი კლიპი თემაზე „ჩემი ევროპული ენა“. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმას შეარჩევ შენი ფილმისთვის - სერიოზულს თუ იუმორისტულს, სადას თუ ორიგინალურს, მოკლე ფილმს თუ ინტერვიუს, ანიმაციას თუ სკეჩს. იყავი კრეატიული და გვაჩვენე, რას ნიშნავს შენთვის შენი ევროპული ენა.
თემატური და ტექნიკური წინაპირობები
• კლიპი გადაღებული უნდა იყოს ერთ-ერთ ევროპულ ენაზე
• ხანგრძლივობა: 2 წუთამდე
• აპარატურა: ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი ან მობილური ტელეფონი
ატვირთე გადაღებული ფილმი Youtube-ზე, მიუთითე სათაურში "ჩემი ევროპული ენა" და შენი სახელი და გავრი და ბმული გამოგზავნე ელექტრონული ფოსტით მისამართზე edl@tbilissi.goethe.org
მონაწილეობის პირობები
თუ ხარ 14-დან 20 წლამდე და გსურს საუბრობდე რომელიმე ევროპულ ენაზე, ეს კონკურსი ამის საშუალებას გაძლევს.
შენიშვნა: არასრულწლოვანთა მონაწილეობისათვის სავალედებულოა მშობლის მიერ ხელმოწერილი წერილობითი თახმობა.
კონკურსის მიმდინარეობა
10 სექტემბრამდე გამოგზავნილი კლიპი აიტვირთება Facebook-ის სპეციალურ გვერდზე “ჩემი ევროპული ენა“. სოციალური ქსელების მომხმარებლები შეაფასებენ ვიდეოკლიპებს. მათგან 10 საუკეთესო კლიპი გადავა ფინალურ ეტაპზე. თავის მხრივ, ენათა ევროპული დღისთვის სპეციალურად შექმნილი ჟიური ონლაინ კონკურსიდან დამოუკიდებლად შეარჩევს თავის 10 ფავორიტს. ჟიური გამარჯვებულებს 20 ფინალისტიდან გამოავლენს. შეფასდება ვიდეოკლიპის შემოქმედებითი და ენობრივი მხარე.
პრიზები
1. უფასო ენის კურსები
2. ლეპტოპები