*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ვიკილიკსი: რუსეთი ლიტვას საქართველოს მხარდაჭერის გამო ცუდი შედეგებით ემუქრება

2008 წლის 27 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი კვირის შემდეგ მოსკოვმა ლიტვას მუქარის წერილი გაუგზავნა.   ეს ეპიზოდი ვილნიუსში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან გაგზავნილ ტელეგრამაშია აღწერილი, რომელიც ვიკილიკსმა მოიპოვა და ხელმისაწვდომი გაზეთ Le Monde-ს მეშვეობით გახდა.

 რუსეთის ელჩმა ლიტვაში, ვლადიმერ ჩხიკვაძემ, აცნობა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს პეტრას ვაიტიეკუნასს, რომ ლიტვა საქართველოს მხარდაჭერის გამო დაზარალდებოდაა.“- წერდა ამერიკელი დიპლომატი.

 

რუსეთის ელჩმა, ასევე, დაამატა, რომრუსეთი მიიღებსგანსაკუთრებულზომებს ლიტვის წინააღმდეგ და ქვეყანა თავისი საქციელისთვის პასუხს აგებს,“ იწერება გზავნილში. თუმცა ელჩმა არ დააკონკრეტა თუ რა სახის ზომებზე იყო საუბარი.

 

ლიტველმა მაღალჩინოსანმა ამერიკელ დიპლომატთან საუბარში რუსეთის ელჩის ამ გამოსვლასსკანდალურიუწოდა.

 

ამასთანავე, ლიტვა ნატოსა და აშშ-გან  მხარდაჭერის დამამტკიცებელ საბუთებს ითხოვს“ - წერია გზავნილში.

 

რუსეთ- საქართველოს ომი 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს დაიწყო და 5 დღე გაგრძელდა. ომის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპირება მოახდინეს და მოცემულ მომენტამდე რუსეთს თავისი ჯარები არ გაუყვანია.

 

ომის დროს ლიტვა საქართველოს აქტიურ მხარდამჭერთა რიცხვში შედიოდა. დასავლეთის უმეტესი ქვეყნების მსგავსად ლიტვა მიიჩნევს, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის, როგორც შუამავლის, შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

 

წყარო: Le Monde, BNS, delfi.lt