ცვლილებები შენგენისა და ეროვნული ვიზების განაცხადების განხილვის საკონსულო მოსაკრებლებთან დაკავშირებით
2020 წლის 2 თებერვლიდან იცვლება შენგენისა და ეროვნული ვიზების განაცხადების განხილვის საკონსულო მოსაკრებლები.
ლიეტუვის რესპუბლიკის საკონსულო მოსაკრებლების შესახებ კანონის მიხედვით, ეროვნული ვიზის განაცხადის განხილვის საკონსულო მოსაკრებელი განისაზღვრება 120 ევროთი.
ამასთან ერთად, ევროპარლამენტის რეგულაცია (EU) 2019/1155 და ევროკავშირის საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ძალაში შედის 2020 წლის 2 თებერვლიდან. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, შენგენის ვიზის განაცხადის განხილვის საკონსულო მოსაკრებელი განისაზღვრება 80 ევროთი ზრდასრული პიროვნებებისთვის, ხოლო 40 ევროთი 6-დან 12 წლამდე ბავშვებისათვის. ექვს წლამდე ბავშვები შენგენის ვიზის განაცხადის განხილვის საკონსულო მოსაკრებელს არ იხდიან.
ვიზებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://ge.mfa.lt/ge/ge/mogzauroba-da-tskhovreba/sakonsulo-sakitkhebi/savizo-inpormatsia.